ბოლშევიკების საკონცენტრაციო ბანაკგამოვლილ მამას, დეკანოზ ვასილს (ევდოკიმოვი, +1993) ჰკითხეს:
"მამაო, არ გეშინოდა ბანაკში?" უპასუხა: "რა თქმა უნდა, გეშინია, როცა შუაღამისას ბანაკში ლიტურგიაზე გაიპარები: ვაითუ, დაგიჭირონ და პატიმრობის ვადა გაგიზარდონ. მაგრამ დაიწყებოდა ლიტურგია და ცა იხსნებოდა. ახლა უკვე ფიქრობდი, - დაე, წლებიც მომიმატონ, ოღონდ დიდხანს არ გათენდესო. ხანდახან მეჩვენებოდა კიდეც, რომ ჩვენ, ქრისტესთვის შეპყრობილნი, ციხეში უფრო თავისუფალნი ვიყავით, ვიდრე გარეთ - სული იყო თავისუფალი და გიზგიზებდა. ერთი ბერი გვყავდა, რომელიც იტყოდა: "შეხედეთ, ვინაა გოლგოთაზე! ქრისტე, ღვთისმშობელი და რომაელი ჯარისკაცები. ისინი თავიანთ საქმეს აკეთებენ, ჩვენ ჩვენი გავაკეთოთ".