ძმა არ განიკითხო, თორემ ღვთის წყალობა მოგშორდება
ძმა არ განიკითხო, თორემ ღვთის წყალობა მოგშორდება
"როცა სოდომელთა ცოდვებზე შეიტყო, ღმერთმაც კი არ დაიჯერა, სანამ საკუთარი თვალით არ იხილა (შესაქმე 18,20-21). ასევე ჩვენც ყოველთვის არ უნდა დავიჯეროთ მოყვასის წინააღმდეგ ნათქვამი", - გვასწავლის ამბა პიმენი.

მამები გვასწავლიან: "თუ შენი თვალით დაინახავ ძმის შეცოდებას და გულისთქმა გეტყვის, "განიკითხეო", - განაძევე ეს ფიქრი და უთხარი მას: "ანათემა შენ, სატანავ. დამნაშავე შენ ხარ, ჩემმა ძმამ კი, აბა, რა გააკეთა?" და განიმტკიცე გული, რომ ძმა არ განიკითხო, თორემ ღვთის წყალობა მოგშორდება".

***
წმინდა გაბრიელი (ურგებაძე) მკაცრად უკრძალავდა სულიერ შვილებს სხვათა განკითხვას და მით უფრო - ცილისწამებას. ამბობდა, როგორც ძაფმა - ნემსის ყუნწში, ისევე უნდა გაიაროს კაცმა იმ ცოდვაში, რომლის გამოც სხვას განიკითხავს თუ ცილს სწამებსო.


ბეჭდვა
1კ1