ასეთივე ამბავია მოთხრობილი წმინდა ანატოლი ოპტელის (პოტაპოვი) ცხოვრებაში.
1922 წლის 29 ივლისს, საღამოს, ჩეკას კომისია მივიდა ოპტის უდაბნოში და დიდხანს ჰკითხავდა მამა ანატოლის. ბოლოს დაპატიმრება გადაუწყვიტეს. ღირსმა მამამ სთხოვა, ერთი დღე მაცალეთ, საამისოდ მოვემზადოო. მეორე დღეს კომისიის წევრებმა მამა ანატოლის მესენაკეს ჰკითხეს: ბერი გაემზადაო? დიახ, - უპასუხა მესენაკემ, კარი გააღო და მამა ანატოლის ოთახში შეიყვანა. ჩეკისტები გაშეშდნენ: შუა ოთახში კუბოში იწვა "გამზადებული" - უკვე გარდაცვლილი მამა ანატოლი. ასეთია თავისუფლება სულისა.