ვევედრე ღმერთს, რათა დაევიწყებინა ჩემთვის
ვევედრე ღმერთს, რათა დაევიწყებინა ჩემთვის
ვინმე მონაზონი მამა აქილასთან მივიდა და დაინახა, რომ მან პირიდან სისხლი წამოანთხია. რა დაგემართა, მამაოო, - ჰკითხა. ღირსმა აქილამ მიუგო: ეს არის ძმის ნათქვამი სიტყვა, რომელმაც შემაწუხა და ვითმენდი, რომ პასუხი არ მიმეგო. ვევედრე ღმერთს, რათა დაევიწყებინა ჩემთვის. ეს სიტყვა პირში სისხლად მექცა, წარმოვნერწყვე, განვისვენე და გულისსიტყვაც მიმავიწყდაო.

* სარკინოზთა წინააღმდეგ გასალაშქრებლად ემზადებოდა აშოტ კურაპალატი, მაგრამ სანამ ჯარი შეიკრიბებოდა, "დაესხნენ სარკინოზნი უცნაურად და აოტეს". ლტოლვილმა მეფემ თავი ტაძარს შეაფარა, მაგრამ მოღალატე ქვეშევრდომები იქაც შეჰყვნენ და ზედ საკურთხეველზე მახვილით განგმირეს. "დაკლეს იგი ვითარცა ცხოვარი აღსავალსა საკურთხევლისასა და სისხლი იგი მისი დათხეული დღესაცა საჩინოდ სახილველ არს".

* ხევსურეთში, სოფელ მუცოში, უმოღვაწია მღვდელ ქრისტესია შიოშვილს. იგი ყოფილა პატარა ტანის, თუმცა ძლიერი და უშიშარი. მუცოში მისი მსახურების პერიოდში ქისტები ხშირად ქურდულად გადმოიპარებოდნენ ხოლმე ხევსურეთის სოფლების გასაძარცვად, მაგრამ გადმოსვლის წინ ჩუმად იკითხავდნენ, ის პატარა მღვდელი სოფელშია თუ ქალაქს არის წასულიო. როდესაც შეიტყობდნენ, რომ სოფელში იყო, მისი შიშით ვეღარ ბედავდნენ თავდასხმას. ერთხელ მაინც გაუბედავთ და სოფელს ჩუმად დასხმიან თავს. ეს რომ შეუტყვია მამა ქრისტესიას, აუკეცია ანაფორის კალთები, აუღია ხანჯალი და მდევართან ერთად გამოჰკიდებია ქისტებს. ამათაც, რომ დაუნახავთ მამა ქრისტესია, შეშინებულებს ნადავლი დაუყრიათ და გაქცეულან. მოძღვარი უკან დადევნებია და სულ სიბრტყით უცია ხანჯალი. იქამდე სდია თურმე, სანამ არ გადაიხვეწნენ. ამ ამბის შემდეგ აღარ უცდიათ ხევსურების შეწუხება.

ბეჭდვა
1კ1