ერთი კაცის გონება ვერ დაიტევს მართლმადიდებლურ და მწვალებლობით მოძღვრებებს
ერთი კაცის გონება ვერ დაიტევს მართლმადიდებლურ და მწვალებლობით მოძღვრებებს
როცა წმინდა ანტონ ჭყონდიდელი ბერად შედგა, მან უმეტესად იგრძნო წყურვილი საეკლესიო განათლებისადმი. მარტვილის რჩეული ბერების ზედამხედველობით წმინდა მამათა თხზულებებს სწავლობდა. "ფრანგთა" ბერების ანუ კათოლიკე სარწმუნოების მქადაგებელთა შემწეობით უნდა შეესწავლა სქოლასტიკური ფილოსოფია. მაგრამ ანტონს ფრანგების არც ქცევა მოეწონა და არც სწავლება - ფრანგის ბერები მწვალებლობის ღვარძლს ურევდნენ მართლმადიდებლობით მოძღვრებაში. ერთხელ, სადილობის დროს, ანტონმა უთხრა კათოლიკე ბერს: - აბა, თუ შეგიძლია, ამ წყლიან ჭიქაში ღვინო ჩაასხა ისე, რომ წყალს არ გაერიოსო. კათოლიკე მოძღვარმა - ეს შეუძლებელიაო. მაშინ ანტონმა უთხრა: - როგორც ერთ ჭიქაში წყალი და ღვინო არ ჩაისხმება ისე, რომ ერთმანეთში არ გაერიოს, ეგრევე ერთი კაცის გონება ვერ დაიტევს მართლმადიდებლურ და მწვალებლობით მოძღვრებებს ისე, რომ ერთი მეორეს არ გაერიოსო. იმ დღიდან დაითხოვა კათოლიკე მოძღვარი და ქართლში გადმოვიდა სასწავლებლად.

ბეჭდვა
1კ1