სათნოება მოთმინებისა
სათნოება მოთმინებისა
წმინდა გრიგოლ დიალოღოსი მოგვითხრობს: ერთი მონასტრის წინამძღვარი, სახელად სტეფანე, წმინდა კაცი იყო, უფრო მეტად მოთმინების სათნოებით გამოირჩეოდა. ზეციური სამშობლოს სიყვარულისთვის გაურბოდა ყოველგვარ ამსოფლიურ სიმდიდრეს. მიიდრეკდა თავს სოფლის შფოთისაგან და მხოლოდ წმინდა ლოცვას აღასრულებდა. სათნოება მოთმინებისა ისე აღორძინდებოდა მასში, რომ ის თავის მეგობრად თვლიდა ყველას, ვინც აწყენინებდა. შეურაცხყოფისთვის მადლობას მიუგებდა, ზარალს დიდ შემოსავალს უწოდებდა, მტრებს კი თანაშემწეებს ეძახდა. სიკვდილის დღეს მის სასთუმალთან მრავალი შეიკრიბა. ზოგიერთმა ხორციელი თვალებით ამ წმინდა კაცის სულის წასაყვანად ზეცით ჩამოსული ანგელოზები იხილა.



ბეჭდვა
1კ1