მამა სამსონმა ყოველივე დაითმინა
მამა სამსონმა ყოველივე დაითმინა
ბილწთ არ შეეკრა მამა სამსონიც (სივერსი, +1979). ის წმინდა ალექსანდრე ნეველის ლავრის მნე გახლდათ. ჩეკისტები და ეკლესიის განმაახლებლები მონასტრის საგანძურის საიდუმლო საცავის გასაღებს სთხოვდნენ, მაგრამ მამა სამსონმა უარი განუცხადა. მაშინ ჩეკისტებმა ის ე.წ. "ტრამვაიში" ჩასვეს. "ტრამვაი" - ჩეკისტების გამოგონილ სატანჯველთაგან "საუკეთესო" გახლდათ. პატარა ოთახში უამრავი ადამიანია შეყრილი. ერთმანეთს მიკრულებს სივიწროვის გამო განძრევაც არ შეუძლიათ. საკანს კეტავდნენ თითქმის სამი კვირა. ადამიანები ზეზეულად იხოცებოდნენ, იხრწნებოდნენ. ცოცხლებს სიმყრალისგან სუნთქვაც უჭირდათ, ამას დავუმატოთ ლამის ჭკუიდან შემშლელი ნერვული გარემო... მამა სამსონმა ყოველივე დაითმინა და გასაღები არავის მისცა. შემდეგ კი სოლოვკის საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს. იქ ჩეკისტებს თურმე ასეთი რამ "მოეფიქრებინათ": პატიმრებს ჩაყრიდნენ სარდაფში, სადაც მშიერ ვირთხებს უშვებდნენ. მალე კაცისგან ჩონჩხიღა რჩებოდა. "მეც ასე მომექცნენ, - ჰყვებოდა მამა სამსონი, - ვირთხები ზედ მახტებოდნენ, მაგრამ მხოლოდ ფრჩხილები მომაღრღნესო. ისინი სუფთა სულის ადამიანებს არ ჭამდნენო".


ბეჭდვა
1კ1