იცხოვროს მხოლოდ მოყვასისთვის
იცხოვროს მხოლოდ მოყვასისთვის
როცა ადამიანს მონაზვნად აღკვეცენ, ახალ სახელს აძლევენ, რომელიც "სიმბოლოა, ნიშანია კაცის ახალი დანიშნულებისა". წმინდა ნექტარიოს პენტაპოლელი სწერდა ერთ მონაზონს: "ჩვენს მოვალეობად უნდა მივიჩნიოთ და მაგალითად დავისახოთ სათნოებები და სრულყოფილება იმ წმინდანებისა, ვის სახელსაც ვატარებთ და მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე, მომავალი ბრძოლის ყველა სარბიელზე მივბაძოთ მათ, რათა მათებრ სრულყოფილნი გავხდეთ. ამა თუ იმ წმინდანთა სათნოებების მაგალითი ძალზე ეხმარება მას, ვინც ისწრაფვის სრულყოფილებისაკენ, დამდაბლებას ასწავლის თუნდაც მეფური სისხლისას, ასწავლის წინააღმდეგობების დაძლევას, თუნდაც ისინი გადაულახავად ესახებოდეს, ასწავლის მოძულეთა სიყვარულს და მაგინებელთა პატივისცემას. ასწავლის იცხოვროს მხოლოდ მოყვასისთვის და სიკვდილამდე ერთგული დარჩეს ღვთის სჯულისა და უფლის მცნებებისა, ისწავლოს, იყოს უკანასკნელი და სიხარულს პოვებდეს იმაში, რომ არ არის გამოჩენილი..."


ბეჭდვა
1კ1