წმინდა პოლიკარპეს ეპისკოპოსად კურთხევისას ნათელმა მოიცვა მთელი ტაძარი, ზოგიერთმა წმინდანის თავის გარშემო მოფარფატე თეთრი მტრედი დაინახა.
ერთნი მას ხედავდნენ სამხედრო შესამოსლით, საბრძოლოდ გამზადებულს, სხვამ - სამეფო პორფირით მოსილი იხილა. ერთმა ქალწულმა კი ნახა, რომ წმინდა პოლიკარპე ტანით გაიზარდა და კვართი მარჯვენა მხარზე წითელი იყო.
* ერთი ქალი მამა ვიტალის (სიდორენკოს) ხელზე ემთხვია. მამა ვიტალი შეეკითხა: "დედას თუ ეამბორები ხოლმე ხელზე?" "არა", - უპასუხა ქალმა. "მაშ შენი სიყვარული ფარისევლური ყოფილა", - უთხრა ღირსმა მამამ.