ვერსად ემალებოდნენ მამხილებელ სინდისს
ვერსად ემალებოდნენ მამხილებელ სინდისს
ნეტარი ავგუსტინე მოგვითხრობს კესარია-კაპადოკიაში მომხდარ ერთ უბედურ შემთხვევაზე. შვილები აბუჩად იგდებდნენ დედას, უფროსები სცემდნენ კიდეც საწყალ ქალს და მანაც, მწუხარებისგან, ყველა თავისი ნაშობი დაწყევლა. დედის წყევლამ მსწრაფლ იმოქმედა: უფროს შვილებს დამბლა დაეცათ და ძლივსღა მოძრაობდნენ, ამგვარი უბედურება მალე უმცროსებსაც დაატყდათ თავს. სირცხვილეულებმა დატოვეს თავიანთი ქალაქი და რომის იმპერიაში დაეხეტებოდნენ, მაგრამ ვერსად ემალებოდნენ მამხილებელ სინდისს.


ბეჭდვა
1კ1