წმინდა ბარნაბა გეთსემანიელის (+1906) სენაკთან უამრავი ხალხი იყრიდა თავს. მამა ბარნაბა მათ შორის თავის დედას, სქემმონაზონ დარიასაც რომ დაინახავდა, ეტყოდა:
- დედიკო, შენც რიგში დგები? რატომ ამბობ უარს შენს ვაჟზე, მე კი არ ვიტყვი უარს დედაზეო. ერთხელ, ჯერ კიდევ ბერობამდე, მონასტრის სადღესასწაულო ტრაპეზზე უამრავი ხალხი შეიკრიბა. მამა ბარნაბა ყველას აცნობდა თავის უბრალო, ღარიბულად ჩაცმულ დედას. ქალს რცხვენოდა თავისი სიგლახაკისა. მამა ბარნაბამ გაამხნევა იგი: - დედიკო, მე შენი სიგლახაკით ვამაყობ, რადგან სწორედ სიღარიბეში აღმზარდე ისეთი, როგორიც საჭირო იყოო.