მამა არსენი მღვიმელი ამბობდა: ჩვენი სულიერი წარმატების მნიშვნელოვანი ნიშანი ის არის, რომ კვირა დღეს ან დიდ დღესასწაულებზე განსაკუთრებულ მადლს ვგრძნობთ.
თუ ამ დღეებში კაცი ორმაგ მადლს არ განიცდის, ეს იმას ნიშნავს, რომ მას რაღაც რიგზე ვერა აქვსო.
* "მამა ბენედიქტეს ცხოვრება" მოგვითხრობს: ერთ მღვდელს ხილვა ჰქონდა - ზეგარდმო ხმამ უთხრა, სააღდგომოდ ყოველგვარი სანოვაგე მოგიმარაგებია, ჩემი მონა ბენედიქტე კი ჩემი სიყვარულის გამო მშიერიაო. მღვდელმა აიღო სურსათი და ღირს მამას მითითებულ ადგილას წაუღო.