დიდად მოღვაწე ყოფილა იოსებ კათოლიკოსი, რომელიც ადრე დოდოს მონასტრის მონაზონი იყო.
მრავალი სათნოებისთვის მღვდელმთავარი შეიქმნა და ბოლოს მამამთავრადაც აკურთხეს. მრავალი დაფარული სათნოება ჰქონდა, ერთ-ერთი მღვიძარებაც გახლდათ. მისი პატრიარქობისას, საწოლს რომ გაუშლიდნენ, ჩუმად დანიშნავდნენ და მეორე დღეს ხედავდნენ, რომ საერთოდ არ დაწოლილიყო საწოლზე, არამედ მთელი ღამე განმარტოებით ლოცულობდა.