რახან ქრისტე არ უარყავი, მაშინ წადი ციხეშიო
რახან ქრისტე არ უარყავი, მაშინ წადი ციხეშიო
მამა სებასტიანე ყარაღანდელს (ფომინი, +1966) ზამთარში, ყინვაში, სასაფლაოზე პანაშვიდის გადახდისას, სულიერმა შვილმა ჰკითხა, - მამაო, ასეთ ყინვაში უთათმანოდ რკინის ჯვარი ხელთ როგორ გიპყრიათო. მან კი უპასუხა: - ეს რა არის. მართლმადიდებელი სარწმუნოების უარყოფას რომ მაიძულებდნენ, ასეთი გამოცდა მომიწყვეს: მთელი ღამე ყინვაში ანაფორის ამარა დამაყენეს და დარაჯი დამიყენეს, რომელიც ყოველ ორ საათში იცვლებოდა. მე კი გაუნძრევლად ვიდექი. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა ისეთ "ქოხში" მომათავსა, რომ თბილოდა კიდეც. დილით, დაკითხვაზე რომ მიმიყვანეს, მითხრეს: რახან ქრისტე არ უარყავი, მაშინ წადი ციხეშიო და შვიდი წლით ჩამსვეს.

ბეჭდვა
1კ1