ვნების დათმენისთვის
ვნების დათმენისთვის
თანამედროვე დიდმა მოძღვარმა, ხარლამპე ათონელმა (+2001) ერთხელ სულიერ შვილებს თავისი ხორციელი მამის, ლეონიდეს ამბავი მოუთხრო. ახალდაქორწინებული ლეონიდე თანასოფლელებთან ერთად რაღაც საქმეზე მეზობელ ქალაქში წავიდა. მეზობელი ერთი წამხდარი ახალგაზრდა იყო და ლეონიდე ბორდელში მიიყვანა, ვითომდა სასტუმროაო. მან კი მეზობლის მზაკვრობაზე არაფერი იცოდა. შეაღო სასტუმროს ოთახის კარი და ხედავს, რომ იქ საწოლზე წამოწოლილი ქალი ეპატიჟება თავისთან. შეცბა ლეონიდე, მაგრამ არ შეიმჩნია. ქალს სთხოვა, მწყურია და წყალი მომიტანეო. ისიც კოკით წყლის მოსატანად წავიდა. ლეონიდემ კარი ჩაკეტა, მიწვა საწოლზე და დაღლილს ღვთის განგებით ღრმად ჩაეძინა. უფალი ვნების დათმენისთვის, იმ ურჯულო სიამოვნების სანაცვლოდ მყისვე ახილვებს გემოს სამოთხისეული ნეტარებისა და ნუგეშისა. სიზმრად იხილა, რომ სამოთხის ბაღში დგას. ულამაზესი ჩიტები დამათრობლად გალობენ. ამ ხილვამ დიდხანს გასტანა და წარუშლელი კვალი დატოვა მის ცხოვრებაში.

ბეჭდვა
1კ1