ძმებმა ერთი ღირსი მამა მოინახულეს, რომელიც მონასტრიდან განმარტოებით ცხოვრობდა.
დაინახეს, რომ იქვე ბიჭები ფარას მწყემსავდნენ და თან წმინდა მამას უწესო სიტყვებს ეძახდნენ.
მამაო, - ჰკითხეს ბერს, - რატომ არ დაუშლი მათ დაცინვას, რად უთმენ ამდენსო. ბერმა უპასუხა: - ჩემი უძლური ბუნების გამო ხანდახან მართლაც მინდა ავუკრძალო ასეთი საქციელი, მაგრამ ჩემს თავს განვიკითხავ: თუ ეს მცირე ვერ დაგითმენია, მაშინ რაღას იზამ, დიდი განსაცდელი თუ მოგეწევაო? ამიტომ არაფერს ვეუბნები, ჩვევად რომ მექცეს შეურაცხყოფის დათმენაო.