მის სულს განმარტოება და იდუმალი საუბარი სწყუროდა ღმერთთან
მის სულს განმარტოება და იდუმალი საუბარი სწყუროდა ღმერთთან
1993 წლის 6 ივლისს მოწამებრივად აღესრულა მღვდელმონაზონი ანდრია ყურაშვილი. ის გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე მონათლულა. 1992 წლის 3 აპრილს ბერად აღიკვეცა. მკაცრი იყო ახალგაზრდა ბერის ცხოვრების წესი. საზრდოს მიღებაში თავშეკავებული გახლდათ. თითქმის სულ არ ეძინა. არავის შეეძლო ეთქვა, როდის ისვენებდა. რაც ბერად შედგა (და უფრო ადრიდანვეც კი), საწოლში არ სძინებია. საწოლის ნაცვლად ფიცრებს იყენებდა. იჯდა, ზურგით კედელს ეყრდნობოდა, ფეხები კი სკამზე ჰქონდა შემოწყობილი. მის სულს განმარტოება და იდუმალი საუბარი სწყუროდა ღმერთთან.

ბეჭდვა
1კ1