ღმერთმა სამოთხე მოგცეს
ღმერთმა სამოთხე მოგცეს
ათონზე, წმინდა პავლეს მონასტრის სასნეულოში, ავადმყოფ მამებს ერთი უბრალო ბერი უვლიდა, მამა გრიგოლი. მას 1980 წელს მამა პაისისთვის მოუყოლია ერთი ამბავი: ოცდაათი წლის წინ ერთმა ძმამ ყურძენი მისცა, მან კი ავადმყოფ ბერებს გაუნაწილა. ერთი მამა, გახარებული იმით, რომ იმ წელს პირველად ჭამა ყურძენი, გაიძახოდა: ღმერთმა სამოთხე მოგცესო. მან კი თავისი უბრალოებით ხუმრობით უთხრა; "ჭამე, მამაო, ყურძენი. სამოთხე და ჯოჯოხეთი აქვე, მიწაზეაო". იმავე ღამეს საშინელი რამ ესიზმრა: ხედავს ცეცხლის ზღვას, იქვე კი მშვენიერი ყურეა, ზედ აღმართული ბროლის კოშკებით. ნაპირზე დაინახა ვინმე დარბაისელი, ნათლით მოსილი, მატყლივით თეთრწვერა კაცი. იქვე შეამჩნია სამი წლის წინ გარდაცვლილი ბერიც. ჰკითხა: ვისია ეს სასახლეები და ვინ არის ეს დარბაისელი ბერიკაციო. მან უპასუხა: "ესაა აბრაამი, ხოლო მშვენიერი ყურე "აბრაამის წიაღია" ("წიაღი" და "ყურე" ბერძნულ ენაში ომონიმებია, - კ.კ.), სადაც მართალთა სულები განისვენებენო". ძმის ნათქვამი მამა აბრაამმა გაიგო და მკაცრად უთხრა: წადი სასწრაფოდ აქედან, შენი ადგილი აქ არ არისო. გრიგოლი მობრუნდა და გაცლას აპირებდა. უეცრად იგრძნო, რომ ცეცხლის ზღვიდან ამოვარდა ალი და ფეხზე შემოეჭდო. ტკივილისაგან გამოეღვიძა და რას ხედავს - ძილში დამწვარი ფეხი ბებერებით და დამწვრობებით აქვს დაფარული. ოცი დღე სტკიოდა, სანამ სხვადასხვა სალბუნით ჭრილობები არ მოიშუშა. მოინანია თავისი ნათქვამი და ამის შემდეგ ფხიზლად არჩევდა სიტყვას.

ბეჭდვა
1კ1