ბერობაც ხომ მძიმე ჯაჭვიაო
ბერობაც ხომ მძიმე ჯაჭვიაო
წმინდა ლევ ოპტელი ერთმა ბერმა ძალზე შეაწუხა, - გინდა თუ არა მაკურთხე, ტანზე ჯაჭვი ავისხაო. ღირსი მამა ეუბნებოდა: - რად გინდა ჯაჭვი, თვითონ ბერობაც ხომ მძიმე ჯაჭვიაო. რომ ვერ შეაგნებინა, ბოლოს ნება მისცა, შემდეგ კი სამჭედლოში მომუშავე ბერი დაიბარა და უთხრა, - ხვალ ესა და ეს ჯაჭვის გასაკეთებლად მოვა და კარგად წაუთაქეო. მეორე დღეს განრისხებულმა ბერმა მამა ლევს შესჩივლა, - მჭედელმა, ჯაჭვის გაკეთების ნაცვლად, ხელი გამარტყაო.

"აი, ხედავ, ერთი ალიყური ვერ მოითმინე და საჩივლელად მოხვედი და აბა, შენ რა ჯაჭვის მტვირთველი ხარო", - უთხრა ბერს წმინდა ლევმა.

- მამა იერონიმემ ახალგაზრდობაში მოიარა წმინდა მიწა, მაგრამ ვერსად ნახა თავისი მოძღვრის დარი ბერი და ეს მისწერა კიდეც მამა მისაილს. მისგან კი მოულოდნელად მკაცრი პასუხი მიიღო: "შვილო ჩემო, შენ სცადე ჩემი ჩაგდება ჯოჯოხეთის უფსკრულში. ამგვარ რაიმეს თუ კიდევ მომწერ, ამოგშლი ჩემი მეხსიერებიდან და გულიდან. მე გავიხსენე ჩემი ცოდვები და არ მოვიხიბლე ჩემი სიკეთითო".

ბეჭდვა
1კ1