წმინდა პატაპიოსის სასწაულები
წმინდა პატაპიოსის სასწაულები
ქალაქ ლუტრაკს, სადაც წმინდა პატაპიოსის დედათა მონასტერია დაფუძნებული, მრავალი მოგზაური და მომლოცველი ჰყავს, ვინც რწმენით მიეახლება მას სასწაულიც ეძლევა. ერთ_ერეთი ასეთია: ბატონი ი. კ. რომელიც თირკმელების პრობლემა ჰქონდა. საშინელი ტკივილებს იწვევდა თიტკმელებში არსებული კენჭები. ქირურგიული ჩარევა გარდაუვალი იყო. ავადმყოფს კი ამის ძალზედ ეშინოდა. ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდა, ლუტრაკში წავიდა, სადაც ცნობილი სამკურნალო წყარო ეგულებოდა. იქ გაიგო, სასწაულმოქმედი, ღირსი პატაპიოსის შესახებ. მივიდა მონასტერში და თაყვანისცა მის წმინდა ნაწილებს. რწმენით სავსემ დალია ცოტა ზეთი წმინდანის კანდელიდან, რწმენით სავსე ლოცვამ და წმინდანმა მოახდინა სასწაული. თირკმელში კენჭები მაშინვე გაქრა და განკურნებულს სიტყვები არ ჰყოფნიდა მადლობის მოსახდელად მადლიანი წმინდანისათვის.


***

ერთი პატარა ბიჭი, რომელსაც სახელად პატაპიოსი ერქვა მენენგიტით დაავადდა. როდესაც საავადმყოფოში მედიკოსებმა დიაგნოზი დაუსვეს, მამას აცნობეს შვილის კრიტიკული მდგომარეობის შესახებ და ამზადებდნენ ბავშვს რეანიმაციულ განყოფილებაში გადასაყვანად. დამწუხრებული მამა ატირდა და ცოტა ხანში იქვე ჩაეძინა. უეცრად რას ხედავს ზურგზე ხელს ადებს ღირსი პატაპიოსი და ეუბნება, -პატარა, შენ ჩემი მოსახელე ხარ, კარგად გახდები და აღარ დაგჭირდება რეანიმაციაში გადასვლაო. ნამდვილად ასე მოხდა, ბავშვი სასწაულებრივად გამოჯანმრთელდა. მამამ მხრებზე შეისვა ბავშვი და ასე დაჩოქილმა აიყვანა კიბის საფეხურებზე წმინდანის მონასტრამდე, რათა მადლობა გადაეხადა შვილის გამოჯანმრთელებისათვის.

ბეჭდვა
1კ1