
ზემო ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, ვარძიის ღვთისმშობლის ხატის შემდგომ წმინდა ნიკოლოზის სასწაულთმოქმედ - მირონმდინარე ხატს გამოვყოფთ. ხატი სამკარედია. ზედა რეგისტრში დაბრძანებულია ყოვნადწნინდა ღვთისმშობლის ხატი "ყოველთა მწუხარეთა ნუგეშინისმცემელი", მესამე რეგისტრში წმინდა ნიკოლოზი. ეს სასწაულმოქმედი ხატი, ზესტაფონში, ერთ-ერთი ოჯახის კუთვნილება იყო. როგორც ხელოვნების ნიმუში ბაზრობაზე ისე შეუძინიათ. რადგან ოჯახში ხატმა მირონდენა დაიწყო, გადაწყვიტეს, ხატი ერთ-ერთი მონასტრისთვის შეეწირათ. არჩევნი ვარძიის დედათა მონასტერზე შეაჩერეს. ხატი 12 წელია ტაძარშია დაბრძანებული. რწმენით მისულ მომლოცველებს კურნებას და შვილიერებას მიჰმადლებს.
