
ხატი თავიდან იტალიაში, ბარში წააბრძანეს და წმინდა ნიკოლოზის საფლავზე დააბრძანეს, სადაც მამა ანტონმა და მამა მოსემ საზეიმო წირვა აღასრულეს. ღვთისმსახურებას ბარის სამრევლოს მრავალრიცხოვანი მრევლი დაესწრო. მიტროპოლიტ აბრაამის ლოცვა-კურთხევით, თავდაპირველად, ხატი დასავლეთ ევროპის ეპარარქია მოიარა და ყველა სამრევლოში თითო კვირა დაჰყოფო.


ბარის სამრევლოს შემდეგ ხატი რომში გადაბრძანდა, შემდეგ რომის მახლობლად მდებარე ქ. ფაბრიკასა და რომაში, სადაც ბევრი ქართველი ცხოვრობს. იტალიიდან ხატს ესპანეთში გადააბრძანებენ, კერძოდ, ბარსელონაში, არნედოსა და ვიტორიაში, შემდეგ გერმანიისა და ავსტრიის ქალაქებში: მიუნჰენში, ვენაში, დიუსელდორფში, ბელგიის ქალაქ ბრიუსელში, საიდანაც საფრანგეთში წაბრძანდა, ჯერ სტრასბურგში, ბოლოს პარიზში - წმინდა თამარ მეფის საკათედრო ტაძარში, რითაც ხატის მოგზაურობა ეპარქიაში დასრულდა. საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა აღასრულა დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველმა, მიტროპოლიტმა აბრაამმა სამღვდელოებასთან ერთად.

წმინდა მეფე თამარის ხატი პარიზიდან საქართველოში წამოაბრძანეს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარშია დაივანებული. მის წინაშე უცხოეთში მყოფ ჩვენ თანამემამულეთა ოჯახის წევრები აღავლენენ ლოცვას საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველთა სამშობლოში დასაბრუნებლად.
