დღესასწაულობენ ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს, ანტიპასქის კვირას, 27 მარტს (ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
გადმოცემით, მიეკუთვნება წმინდა მოციქულისა და მახარებელი ლუკას მიერ დაწერილი სამოცდაათი ხატის რიცხვს.
თეოფილე ხატმებრძოლის მეფობისას სვიმეონ პატრიკიოსის ღვთისმოსავი მეუღლე, ვიქტორია სიცოცხლეს საფრთხეში იგდებდა და თაყვანს სცემდა ღვთისმშობლის ხატს - ტკბილი ამბორი, რომელსაც თავის ოთახში მალავდა. ქმარმა უბრძანა, ხატი დაეწვათ, მაგრამ ვიქტორიამ არჩია, ხატი ზღვაში ჩაეშვა, ვიდრე ის შეურაცყოფილი, დამცირებული და ცეცხლმოდებული ენახა. ამის შემდგომ ხატი ათონზე ფილოთეის მონასტერთან, ზღვის ნაპირზე გამოჩნდა. იღუმენმა და ძმებმა ის მიიღეს და ტაძარში მიაბრძანეს. იმ დროიდან დღემდე, აღდგომის ორშაბათს, ხატის გამოჩინების ადგილას ლიტანია აღესრულება. ის დღემდე გარდამოავლენს სასწაულებს. ამ ხატის მიხედვით არის შექმნილი ათონზე და არა მარტო ათონზე ხატი, სახელწოდებით "ყრმის შეთამაშება".