მინსკის ოლქის სოფელ ვოლნაში, მიძინების ტაძარში, სიწმინდედ მიჩნეული მიძინების ხატი იმყოფება, რომელსაც ზეცად აღყვანება ეწოდება.
ყოვლაწმინდა ღვთისმშობელი მთვარეზე მდგომია გამოსახული, მის ზემოთ მამა ღმერთსა და მაცხოვარს გვირგვინი უპყრიათ. ხატის სიმაღლე 2 არშინია. ის დაფაზეა დაწერილი, მთელი ხატი ვერცხლის შესამოსელითაა დაფარული.
წყარო: წიგნიდან: "ყოვლდაწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია", თბილისი, 2001 წ. (თარგმნა თინათინ გოგოჩაშვილმა).
სურათზე: ქალაქ მინსკის საკათედრო ტაძარი